ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი მზადაა მოუსმინოს “თი-ბი-სი ბანკის” აქციონერებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, პარლამენტი და უშუალოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, მზად არის მოუსმინოს “თი-ბი-სი ბანკის” აქციონერებს.
“ბანკის აქციონერებს აქვთ სურვილი მოვიდნენ პარლამენტში, ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, პარლამენტი ღიაა. უშუალოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოაწყოს ეს მოსმენა”, – განაცხადა კოვზაძემ​.
კოვზანაძემ ასევე კომენტარი გააკეთა “თი-ბი-სი” ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღარ იქნებიან სამეთვალყურეო საბჭოში. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს აქციონერებმა და მასში ვერავინ ჩაერევა.
“ეს არის ბანკის გადაწყვეტილება, აქციონერთა გადაწყვეტილება, მე როგორც განვაცხადე აქციონერთა შორის არიან საერთაშორისოდ ცნობილი, უცხოელი ინსტიტუტები ევრობანკი ჯიპიმორგანი, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მასში ვერავინ ვერ ჩაერევა”, – აღნიშნა კოვზანაძემ.
ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, “თი-ბი-სი ბანკმა” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოში აღარ იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები