მათიკაშვილი ხაზარაძეზე: ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მამუკა ხაზარაძის “თი-ბი-სი ბანკიდან” წასვლას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი თავისუფალია საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაში.
მისივე თქმით, თუ ხაზარაძე პარლამენტში მივა, დეპუტატები მისგან მოისმენენ, რისი თქმა სურს.
“მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის “თი-ბი-სი ბანკი” წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორც კომერციული ბანკი. ასევე ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ასე რომ, თუკი მობრძანდება ბატონი მამუკა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ, რისი თქმა სურს, ვიმსჯელებთ და ისე გავაკეთებთ შესაბამის კომენტარებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბანკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები