იტალიაში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია ემპოლიში მცხოვრები 38 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, მამაკაცი მეუღლეს სისტემატურად სცემდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ბრალდებული მეუღლეს აიძულებდა ემუშავა და ხელფასი მისთვის მიეტანა. მსხვერპლის მტკიცებით, მეუღლემ ის რამდენჯერმე გააუპატიურა.

მამაკაცის დაკავება კარაბინიერბმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ის ნაცემ ქალს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანით დაემუქრა.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები