აშშ-ის რამდენიმე შტატში, ძლიერი ქარბუქის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

აშშ-ს ქარბუქმა გადაურა. ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო, ვაშინგტონში სამთავრობო უწყებები არ მუშაობს. რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ უხვმა თოვლმა და ყინვმა შესაძლოა, ტრანსპორტის გადაადგილებას შეუშალოს ხელი.

ქარბუქი იყო მინესოტასა და მისურიშიც. თოვლის გამო სკოლები დახურეს ფილადელფიასა და ბალტიმორშიც. გაუქმდა ასობით ავიარეისი. ჩიკაგოს, ვაშინგტონისა და ფილადელფიის აეროპორტები მგზავრებს შეფერხების შესახებ ატყობინებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები