შვეიცარიული საბანკო სისტემის გიგანტი UBS-ი €3.7 მილიარდით დაჯარიმდა

ფრანგი კლიენტების საგადასახადო საქმეზე ფინანსური თაღლითობის სქემის გამო, შვეიცარიული საბანკო სისტემის გიგანტი UBS-ი €3.7 მილიარდით დაჯარიმდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარიზის სასამართლომ აღმოაჩინა, რომ ბანკი (UBS) მილიონების დამალვაში არალეგალურად ეხმარებოდა ფრანგ კლინტებს. ლაპარაკია 2004-2012 წლების პერიოდზე.

ირკვევა, რომ UBS-ს ზარალის ასანაზღაურებლად ფრანგული მხარისთვის €800 მილიონის გადახდა დაევალა.

2009 წელს აშშ-მა, 2014 წელს კი გერმანიამ ანალოგიურ საქმეზე ბანკს მსხვილი ჯარიმა გამოუწერა.

იანვარში, UBS-მა განაცხადა, რომ 2018 წელს სუფთა მოგების სახით $4.9 მილიარდი გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები