„ბლუმბერგის“ შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ნარკოტიკები ყველაზე ძვირი ღირს

„ბლუმბერგის“ შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ნარკოტიკები ყველაზე ძვირი ღირს. ყოველწლიური რეიტინგს ე.წ. ცოდვის კალათის ფასის მიხედვით ადგენენ, რომელშიც ოთხი ძირითადი სახეობის ნარკოტიკი შედის – ესენია ერთი გრამი ოპიოიდები, კოკაინი, მარიხუანა ან ჰაშიში და ამფეტამინი ან ექსტაზი.

სააგენტოს მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველოს მერვე ადგილზეა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ცოდვის კალათა“ საქართველოში 536 ამერიკული დოლარი ღირს.

ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრალია (1263 დოლარი), მოლდოვა (573 დოლარი), აშშ (846 დოლარი) სომხეთი (770 დოლარი), სინგაპური (475 დოლარი), ტაილანდი (808 დოლარი), იაპონია (735 დოლარი), საუდის არაბეთი (535 დოლარი) და ახალი ზელანდია (1,075 დოლარი).

რაც შეეხება ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის რეიტინგს, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა ლუქსემბურგი, რადგან ამ ქვეყანაში მოქალაქის საშუალო შემოსავალი ერთ კვირაში 2,191 დოლარია, ხოლო „ცოდვის კალათის“ ფასი 197 დოლარი ანუ ამ შემოსავლის 12,78%-ია.

ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის ათეულშია ნიდერლანდები, ურუგვაი, კოსტა რიკა, ჩილე, ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია დ ისლანდია.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის რეიტინგში სულ 50 ქვეყანა შედის და ამ ნუსხაში საქართველო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები