პოლიციამ წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირი ძარცვის ბრალდებით დააკავა(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ო.ქ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ო.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ქალაქ ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები