სადახლოს საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა აღმოაჩინეს

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტში 10,549.19 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა (წონა 158.72 გრამი) გამოავლინეს.
ოქრის ნაკეთობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10,549.19 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები