ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის ქსელის მონტაჟი დაიწყება

„ქალაქ მარნეულის და ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ბოლნისში დაგეგმილი საკანალიზაციო ქსელის მონტაჟის ნებართვის მისაღებად, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და სამშენებლო ვადად 2 წელი მოითხოვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, მონტაჟის ნებართვას კანონით დადგენილ ვადებში გასცემს, რის შემდეგაც კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალება ექნება. შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ბოლნისის წყალარინების შიდა ქსელის, სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური გამყვანი კოლექტორის მშენებლობა.

“სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია Akelik Group-ი შეასრულებს. ბოლნისის წყალარინების ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა არაეფექტიანია და არ ასახავს მოთხოვნილებებს მზარდი მოსახლეობის პირობებში.პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით სრულად ისარგებლებს ბოლნისი, დასავლეთ ნაწილში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება”,-აცხადებენ ბოლნისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები