პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. მანიფესტაციაში 20 ათასზე მეტი აქტივისტი მონაწილეობდა. აქციის მიზეზი ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ანტისემიტური ხასიათის თავდასხმები გახდა.

ბოლო ასეთი შემთხვევა სტრასბურგთან ახლოს მოხდა, როდესაც ებრაელების 80-მდე საფლავზე უცნობმა პირებმა „სვასტიკები” დახატეს. ელზასის პატარა სოფელში დაზიანებული საფლავები ადგილობრივებმა დღეს, დილის საათებში აღმოაჩინეს. „სვასტიკებთან” ერთად საფლავებზე ანტისემიტური სლოგანებიც იყო დაწერილი.

შემთხვევის ადგილს ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ესტუმრა და ადგილობრივებს თანადგომა გამოუცხადა.

გასულ კვირას კი, პარიზის ცენტრალურ ნაწილში, ებრაელის კუთვნილებაში არსებული საცხობის კედელზე, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს გადარჩენილი ებრაელის საფოსტო ყუთზე ანტისემიტური სლოგანები და სიმბოლოები დახატეს.

ამასთან, გასულ კვირას ებრაელ ფილოსოფოს, ალან ფინკლეკრაუტს ე.წ. ყვითელჟილეტიანებისაქტივისტები ანტისემიტური შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც ფილოსოფოსმა ტერიტორია სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ქრისტოფ კასტანერი და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმი ქვეყანაში საწამლავივით ვრცელდება.

საფრანგეთში ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ებრაელები ცხოვრობს . მათი რაოდენობა მთელს ქვეყანაში 550 ათასს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები