სამტრედიაში ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს სახლში 68 წლის მამაკაცი, ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა. იგი სხეულის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და “სოკარ გაზის” სამტრედიის წარმომადგენლობა იყო მობილიზებული.
შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერიაც იმყოფებოდა.