არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტანტინე კუბლაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგნიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს თავისუფალი პრესის დევნის წახალისებაში ადანაშაულებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაზეთ „ალიას“ და „ასავალ – დასავალს“ სასამართლომ კაბალური განაჩენი გამოუტანა და არაადეკვატური ჯარიმა დააკისრა. ორგანიზაცია კუბლაშვილს მოუწოდეს, ვადაზე ადრე გადადგეს და გაათავისუფლოს სასამართლო.
„გაზეთ „ალიას“ და „ასავალ – დასავალთან“ მიმართებაში ,,კ. კუბლაშვილის“ სასამართლომ არაადეკვატური ჯარიმის დაკისრებით წაახალისა თავისუფალი პრესის დევნა. აღნიშნულ გამოცემებს კაბალური სასჯელი დაადო. წარმოდგენილ პრესას დიდი წვლილი მუძღვის საქართველოში დემოკრატიული პროცესების მთავარი შენაძენის – თავისუფალი სიტყვის აზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ამჟამად კი ისევ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფმა სასამართლომ, მათ მიერ შერჩევითი სამართლის შემქნელებმა, „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში დამოუკიდებელ პრესას ფაქტობრივად „ინკვიზიციური“ განაჩენი გამოუტანა, აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების განვითარებაში ლომის წილის მქონე მასმედიის წარმომადგენლებს. „ასავალ- დასავალი“ ბოლო 9 წლის განმავლობაში ამხელდა სააკაშვილის სისხლიან დამნაშავე რეჟიმს, ამხელდა ციხეებში გამეფებულ უკანონობებს, ამხელდა კუბლაშვილის მოსამართლეებს, და ალბათ კუბლაშვილმა ეს ვეღარ აპატია. ამასთანავე, როგორც „ალია“ და „ასავალ – დასავალი“ ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს მოქალეების მაღალი ინტერესის სფეროს. ამასთანავე, ვგმობთ თავისუფალ პრესაზე ზეწოლას და კ. კუბლაშვილს მოვუწოდებთ, შეწყდეს თავისუფალი პრესის დევნა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, მაშინ როდესაც ნიკა გვარამიას მიერ ტელევიზიით გაშუქებულ უმსგავსო ანტისახელმწიფოებრივ საქციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამართლებს და აქეზებს, „ალიას“ და „ასავალ- დასავალის“ მიმართ მკაცრ სანქციებს იყენებს.
„თავისუფალი მედიის დევნის მანიით შეპყრობილ კ. კუბლაშვილს მოვუწოდებთ, ვადაზე ადრე გადადგეს, და განთავისუფლდეს სასამართლო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან“, – აცხადებენ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიაში“.