ნიკარაგუაში ოპოზიციის ლიდერს 216 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნიკარაგუას სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, მედარდო მაირენს, რომელიც გასულ წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფროამციას სააგენტო “Nuevo Diario” ავრცელებს.
მაირენა იმ მოძრაობის ლიდერია, რომელიც ნიკარაგუაში ტრანსოკეანური არხის მშენობლობის წინააღმდეგ გამოდის.
გადაწყვეტილება მოსამართლე ედგარ ალტამირანო ლოპესმა დახურულ სასამართლო პროცესზე გაახმოვანა. სასჯელის ზომა რიგი ბრალდებების, მათ შორის ტერორიზმის და მკვლელობის ორგანიზების, მიხედვით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები