რუსეთმა და ყატარმა С-400 “ტრიუმფი”-ს მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო-ტექნოლოგიების განხრით, განაცხადა, რომ ყატართან მოლაპარაკებები საზენიტო რაკეტის სისტემის С-400 “ტრიუმფი”-ს მიწოდების შესახებ მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყებაში ადგილობრივ ჟურნალისტებს საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოტენციური დამკვეთების შესახებ განუცხადეს.
დაწვრილებით ინფორმაცია მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ზემოთ აღნიშნული სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ ასევე გააკეთა განცხადება.
“ჩვენ რუსეთისგან С-400-ის შესყიდვის თაობაზე უკვე გვაქვს მოსკოვთან შეთანხმება, შესაბამისად, უკან დახევაზე საუბარიც ზედმეტია. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოწოდებას რუსეთი, დაპირებისამებრ, ივლისში დაიწყებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები