თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს თბილისში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ავტობუსების არსებული პარკის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება. ასევე, ამავე მიზნით, მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია და მოძრავი შემადგენლობების დამატება, ამასთან, დაგეგმილია მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტის განხორციელება.
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მერმა შვედეთის ელჩს ტაქსებით მომსახურების მოწესრიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ზონალური პარკირების შემოღების გეგმა და ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანის წახალისების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
კახა კალაძემ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მეტი მწვანე სივრცის შექმნას გულისხმობს.
საუბარი ძველი თბილისის, ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის პროექტებს შეეხო.
თავის მხრივ, ულრიკ ტიდესტრომმა თბილისის მერს შვედეთის გამოცდილება გააცნო და მათ განხორციელებაში დახმარება ისეთ პროექტებთან დაკავშირებით შესთავაზა, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება და მწვანე სივრცეების შექმნა, რაშიც შვედეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
ამასთან, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა კახა კალაძეს შესთავაზა, ნარჩენების სეპარაციის პოპულარიზაციას მიზნით დაწყებულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდეს.
შეხვედრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს მხარდაჭერისა და იმ პროექტებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, რომლებიც თბილისში შვედეთის სამეფოსთან ერთად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები