არჩილ თალაკვაძე: კერძო ბიზნესის დაცვა “ქართული ოცნების” ღირებულებაა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, “თიბისი ბანკის” საქმეში ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, თვალთმაქცობას უნდა მოეშვან.
როგორც მან აღნიშნა, კერძო ბიზნესის დაცვა “ქართული ოცნების” ღირებულებაა.
“პარლამენტი ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ მომენტში მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს საგამოძიებო სტრუქტურებმაც, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მივიღოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ბანკს და ბიზნესს სახელმწიფოსგან აქვს მხარდაჭერა. კერძო ბიზნესის დაცვა ეს არის „ქართული ოცნების“ ღირებულება, რომლითაც ჩვენ ხელისუფლების პერიოდში ვსაქმიანობთ,” – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები