ინდოეთში ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

ინდოეთის ქალაქ ბანგალორში მდებარე იელახანკას ავიაბაზასთან ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ANI” ავრცელებს.
მათი ცნობით, ორივე თვითმფრინავის პილოტი წარმატებით კატაპულტირდა, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, ინციდენტი ავიასალონ AeroIndia-2019-ისთვის მომზადებისას მოხდა, რომელიც 20-24 თებერვალს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები