ეგვიპტეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა-არიან დაღუპულები (ფოტო)

ეგვიპტეში წუხელ, გვიან ღამით თვითმკვლელმა ტერორისტმა კაიროს ერთ-ერთ მეჩეთთან თავი აიფეთქა.
ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ორი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გასულ კვირას ალ-აზხარის მეჩეთთან ასაფეთქებლის დამონტაჟებაში ეჭვმიტანილის დაკავებისას ტერორისტმა თან არსებული ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა. შემთხვევის შედეგად თვითმკვლელ ტერორისტთან ერთად ორი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ ორმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების ძებნას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები