13 დაღუპული და 15 დაშავებული – სატვირთო მანქანამ საქორწინო რიტუალის მონაწილეები გადათელა

ინდოეთის შტატ რაჯასტხანში საქორწინო რიტუალის დროს სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა.შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 15 კი – დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NDTV” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინციდენტი სოფელ ამბავალში მოხდა. სატვირთო მანქანა საფეხმავლო ბილიკზე მიმავალ ხალხს შეეჯახა. ყველა დაშავებული, მათ შორის პატარძალიც, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები