88 წლის ასაკში, ტერმინ “გლობალური დათბობის” ავტორი გარდაიცვალა

აშშ-ში 88 წლის ასაკში გეოლოგი და კლიმატოლოგი, უოლეს სმიტ ბროკერი გარდაიცვალა, რომელიც ტერმინ “გლობალური დათბობის” ავტორად ითვლება.
მეცნიერი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
​უოლეს ბროკერი 1931 წელს ჩიკაგოში დაიბადა. კოლუმბიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან გადაწყვეტილება მიიღო, კათედრაზე დარჩენილიყო და გეოლოგიის კურსი წაეკითხა.
საკუთარი კარიერის მანძილზე, მან 14 წიგნი და 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი დაწერა. ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც 1975 წელს ჟურნალ “Science”-ში გამოქვეყნდა, ბროკერმა პირველად გამოიყენა ტერმინი “გლობალური დათბობა”. ამ ნაშრომში მან კლიმატზე ადამიანის გავლენის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები