ნისლის და უამინდობის გამო, კანადაში ერთმანეთს 15 მანქანა შეეჯახა-არიან დაშავებულები (ფოტო)

კანადაში ტრანსკანადურ მაგისტრალზე ერთმანეთს 15 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “CTV” ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთმანეთს 12 მსუბუქი და სამი სატვირთო მანქანა შეეჯახა, მათივე ცნობით, 6 დაშავებულიდან ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიის გამო, მაგისტრალის გარკვეული ნაწილი გადაკეტილია.
ტელეარხის ცნობით, ავარიის მიზეზი ძლიერი ნისლი და დიდთოვლობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები