თურქეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ მონისასთან თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “CNN Turk” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“თვითმფრინავის ჩამოვარდნა ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა. ავარიის ადგილას გაგზავნილია სამაშველო და სამართალდამცავი ეკიპაჟები, ძებნა გრძელდება”, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
კატასტროფა დღეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 12:30 საათზე მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი სამძებრო ჯგუფი მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები