იტალიაში მაფიის 30-მდე წევრი დააკავეს

იტალიაში სამართალდამცველებმა რეიდების დროს ქალაქ ნეაპოლში 30 ადამიანი მაფიოზურ კლან “სეკუინო”-სთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ANSA” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ დაკავების ორდერი გასცა და ეჭვმიტანილებს მაფიის წევრობაში, გამოძალვაში, იარაღის და ნარკოტიკის უკანონო გაყიდვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ცნობით, კლანის ხელმძღვანელები ძმები სალვატორები და ნიკოლა სეკუინო არიან. ისინი ბრძანებებს პირდაპირ ციხიდან გასცემდნენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები