პესკოვი აშშ-ს ყველაზე არაპროგნოზირებად და კრიზისულ ქვეყნად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ეჭვის თვალით უყურებს აშშ-ის მიერ სირიიდან ჯარის გამოყვანას და ამერიკას ყველაზე არაპროგნოზირებად ქვეყანას უწოდებს, რომელიც ღრმა კრიზისში იმყოფება.
ამის შესახებ მან გაზეთ ” Hurriyet”-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენი პრეზიდენტი პრეზიდენტია, ის აკეთებს იმას, რასაც ამბობს და აკეთებს ისე, რომ სხვებმა აკეთონ ის, რასაც ის ამბობს, ამ დროს კი ამერიკა ყველაზე არაპროგნოზირებად ქვეყანად იქცა, რომელიც ღრმა კრიზისში იმყოფება”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის აზრით, ამერიკის ჯარის სირიიდან გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მთლიანად განერიდება ქვეყანას.
“როდესაც ისინი გავლენ, მათი იქ არსებობა, სავარაუდოდ, არ დამთავრდება, რამენაირად მაინც გაგრძელდება. ეს საკითხი რუსეთის და თურქეთის დღის წესრიგში დგას და განიხილება”,- აცხადებს პრეზიდენტის პრესმდივანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები