იაპონიამ დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ სამხრეთ კორეასთან დიალოგის გახსნის გამო, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press” ავრცელებს.
მათი ცნობით, ეს თავად დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პარასკევს “თეთრს სახლში” პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ წერილის ლამაზი ასლი მომცა, რომელიც მან იმ ადამიანებს გაუგზავნა, რომლებიც ნობელის პრემიას ანაწილებენ, მან თქვა, რომ მე იაპონიის სახელით წარმადგინა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც მას კიმ ჩენ ინთან სამიტის შესახებ ჰკითხეს, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის არის ჩანიშნული.
თავის მხრივ, იაპონიის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ იცის ამერიკის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, მაგრამ ტრამპისა და აბეს მოლაპარაკებებზე არავითარი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.