არასრულწლოვნების თანდასწრებით ცემა-ოჯახური ძალადობისთვის ქართლში 2 პირი დააკავეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში 2 პირი დააკავა.
ბრალდებულებმა ოჯახის წევრებს არასრულწლოვნების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლებით აღკვეთას ითვალისწინებს.