“პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ მამალაძის შეწყალება”

სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. პრეზიდენტს ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით ვერ მოვუწოდებ. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯია გადადგმა. სამწუხაროა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები