რუსეთში მატჩის დროს ჰოკეისტი გარდაიცვალა (ვიდეო)

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში, სპორტის სასახლეში ჰოკეის სამოყვარულო გუნდების შეხვედრისას 55 წლის მონაწილე მოედანზე დაეცა და გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “korrespondent.net” ავრცელებს.
“სამოყვარულო მატჩის დროს, ყინულზე 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილი დაადასტურა”, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის შედეგითაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები