ვენესუელაში ევროპარლამენტარები არ შეუშვეს

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები, რომლებიც ვენესუელაში თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ჰუან გუაიდომ მიიწვია, მოქმედი არჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ბრძანებით ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დელეგაციის წევრი, ესპანური სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ესტებან პონსი “Twitter”-ში წერს.
“ყურადღება: ჩვენ პასპორტები წაგვართვეს და მესაზღვრეები ვენესუელადან გვაგდებენ. ცუდად გვექცევიან და ამ ყველაფრის ერთადერთ მიზეზად აცხადებენ, რომ მადუროს არ სურ ჩვენი აქ ყოფნა”, – წერს პონსი მიკრობლოგში.
გარდა ამისა, პონსის განცხადებით, დეპუტატები მალე დაბრუნდებიან თავისუფალ ვენესუელაში.
ვენესუელის საგარეო მინისტრის, ხორხე არრეასას განაცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის დეპუტატები იმის შესახებ გააფრთხილა, რომ მათ ქვეყანაში არ შეუშვებდნენ.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის 6-კაციან დელეგაციას ხუან გუაიდოსთან შეხვედრა უნდა გაემართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები