ამსტერდამის მერი – “პროსტიტუციის ტურისტულ ძეგლად გადაქცევა დამამცირებელია”

ამსტერდამის ხელისუფლებას აღარ სურს, რომ “სიყვარულის მუშაკები” ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდეს, ამიტომ მათ “წითელი ფანრების” კვარტლის რეფორმირება სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “АТОР” ავრცელებს.
“წითელი ფანრების” კვარტლის რეფორმირების ინიციატივა ქალაქ ამსტერდამის მერს, ფერმე ჰალსემას ეკუთვნის. მისი აზრით, პროსტიტუციის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევა დამამცირებელი და მიუღებელია.
ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში მერმა განაცხადა, რომ კვარტლის რეფორმირების ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა სურს, რათა მალევე მოხდეს ამჟამინდელი სტატუს-კვოს შეცვლა.
მერის განცხადებით, ის პირობები, სადაც სექსინდუსტრიის მუშაკებს უწევდათ სამუშაოს შესრულება, თანდათან უარესდებოდა, ხოლო ამსტერდამის ტრადიცია ღია პროსტიტუციის შესახებ ტურისტების დიდი ჯგუფების მხრიდან უფრო მეტად არის დაკავშირებული ქალების დამცირებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები