შვეიცარიაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა (ვიდეო)

შვეიცარიაში ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი, რომელიც გერმანიიდან საკურორტო ქალაქ ინტერლაკენში მიდიოდა ლიანდაგიდან გადავიდა. მომხდარის შესახებ განცხადებას შვეიცარიის რკინიგზის ფედერალური კომპანია “SBB” ავრცელებს.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის დროს მატარებელში 240 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი ევაკუირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიის მიზეზის დასადგენად, ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები