კანადაში ნავთობით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა

0

მატარებელი, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა, კანადაში რელსებიდან გადავიდა. ადგილობრივი ტელეკომპანიის, CBC-ის ცნობით, შეთხვევის შედეგად დაახლოებით 37 ცისტერნა საწვავი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს და ამ წუთებში, სამაშველო ოპერაციას ატარებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გარემოს დამცველები შიშობენ, რომ დაღვრილი ნავთობი ნიადაგის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის დაბინძურებას გამოიწვევს.
ამჟამად სპეციალისტები სიტუაციას სწავლობენ.
ავარიის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი