კიმ ჩენ ინი ტრამპს ჰანოიში დაელოდება – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამში 25 თებერვალს ჩავა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამში 25 თებერვალს ჩავა. თავდაპირველად კიმ ჩენ ინი ქვეყნის პრეზიდენტს ნგუიენ ფუ ჩონგს შეხვდება. ამ შეხვედრიდან უკვე 2 დღეში, 27-29 თებერვალს კი, ჰანოიში დონალდ ტრამპს ელოდებიან. მედიის ინფორმაციით, ვიეტნამის დედაქალაქში კორეის ლიდერის თანაშემწე, კიმ ჩჰან სონი უკვე ჩაფრინდა. ჰანოიში ის ქვეყნის ლიდერების მეორე ოფიციალური შეხვედრის მოსამზადებლად იმყოფება.
ვიატნამში ჩასვლამდე ტრამპი კიმ ჩენ ინს შარშან, 12 ივნისს სინგაპურში შეხვდა, შეხვედრას კი, „პროდუქტიული“ უწოდა.
მხარეები ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ისაუბრებენ, განსახილველ საკითხთა შორის კორეის ნახევარკუნძულის დენუკლიარიზაციის საკითხიც იქნება. ქვეყნების ლიდერებს შორის აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკება გასულ წელსაც, სინგაპურის სამიტზე შედგა, თუმცა, ამ დრომდე, ქვეყნებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.