„საკითხი გადაწყვეტილია“ – პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა რუსეთიდან С-400-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა

ანკარა არ გეგმავს, ანულირება გაუკეთოს 2017 წლის ხელშეკრულებას, რაც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ს შესყიდვას შეეხება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
“ჩვენ რუსეთისგან С-400-ს შესყიდვის თაობაზე უკვე გვაქვს მოსკოვთან შეთანხმება, შესაბამისად, უკან დახევაზე საუბარიც ზედმეტია. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოწოდებას რუსეთი, დაპირებისამებრ, ივლისში დაიწყებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა. ის სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც სამშობლოში ბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს მოუწოდა, С-400-ს შესყიდვაზე უარი ეთქვა, რადგან ეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, თურქეთს არ შეუძლია დაიცვას მოკავშირეები, რომლების იარაღს ვაშინგტონის პოტენციური მტრებისგან ყიდულობენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმაი ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ შეთანხმებების თანახმად, თურქეთმა ის შეიარაღება უნდა შეიძინოს, რომელიც ნატო-ს სისტემებთან თავსებადია, ხოლო რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა ასეთი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები