Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა – ავარიული შემთხვევის კადრები
ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 737-800 ქალაქ პონტიანაკთან ასაფრენ ბილიკიდან ავარიულად გადავიდა, რის გამოც მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის მიზეზად უამინდობა სახელდება.
უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ბოინგი კი დაზიანდა.
ქალაქი პონტიანაკი ინდონეზიის პროვინციაში, დასავლეთ კალიმანტანში მდებარეობს. შემთხვევამ მგზავრების განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია, რადგან მათ კარგად ახსოვთ შარშან, ოქტომბერში მომხდარი ტრაგედია, როდესაც იგივე ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგი 737 MAX 8 ჯაკარტაში განხორციელებული ფრენისას, იავანის ზღვაში, კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში, 30-35 მეტრამდე სიღრმეში ჩავარდა. მაშინ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 189-ვე მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის ორი მოზარდი და ერთი ჩვილი.