ერთი გარდაცვლილი და დაშავებულები – მძღოლმა ავარიის კადრები შემთხვევით გადაიღო(ვიდეო)

0

აშშ-ში, მისურის შტატში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე მანქანა დაზიანდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია ფედერალურ ავტობანზე, ქალაქ კანზას-სითისთან ახლოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება. ავარიის კადრები ერთ-ერთმა მძღოლმა შემთხვევით გადაიღო, მასზე შეჯახების მომენტი ასახულია.
მედია იუწყება, რომ ზამთრის პერიოდში, ავტობანზე დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.

კომენტარები

კომენტარი