ვლადიმერ პუტინი: მსოფლიოში დამოუკიდებელი ქვეყნები არ არსებობენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელორუს ლიდერთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ სრულიად დამოუკიდებელი ქვეყნები მსოფლიოში არ არსებობენ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ინტერფაქსი” ავრცელებს.
“სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა – ორი თითქმის იდენტური ცნებაა. სრულებით დამოუკიდებელი ქვეყნები მსოფლიოში არ არსებობენ. თანამედროვე სამყარო ურთიერთდამოკიდებული სამყაროა”, – განაცხადა პუტინმა.
მაგალითისთვის მან ევროპის ქვეყნები მოიყვანა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების უმრავლესობას ევროპარლამენტი იღებს. ასევე, მან ყურადღება სამხედრო კავშირებსა და ნატო-ზე გაამახვილა.
“რა, ფიქრობთ, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა წინააღმდეგია, ამერიკული რაკეტები ევროპაშიც იყოს? არა, არავინ არის წინააღმდეგი. და, აი, სხედან ჩუმად. სად არის აქ სუვერენიტეტი?” – განმარტა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები