გურჯაანის მერიაში ხანძარი გაჩნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ოთახი – 10კვ.მ დაიწვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო მუშაობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.