ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

„ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. გვქონდა საინტერესო შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან, ასევე, გავმართეთ შეხვედრა რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში, პარტიის ლიდერებთან. მთლიანობაში გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მიმოვიხილეთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ასევე, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გავუსვით გამორჩეულ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები