თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი დაიწყო (ვიდეო)

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, ორი დღის განმავლობაში, აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.
ტრენინგის მიზანია, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოთ ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები