თემურ აბაზოვი მარნეულის საკრებულოს მერობიდან გადადგომას სთხოვს

თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესები შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. ამიტომ, არ სურს, ბრალდებული იყოს და თან თანამდებობა ეკავოს. მას კვლავ გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

გასული წლის 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.

13 დეკემბერს თემურ აბაზოვი მოსამართლემ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები