ჭიათურაში საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა“ დაფუძნდა

ჭიათურაში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა“ დააარსეს. პრეზენტაცია ქალაქის ცენტრში გაიმართა.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა, ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი ჭათურაში არსებული ვითარების გაჯანსაღებაა.

“ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, გავაჯანსაღოთ ჭიათურაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. მაისში დაგეგმილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები და ჩვენი ორგანიზაცია, არჩევენების წინ, მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას, არ დააყენონ პარტიული კანდიდატი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელიც საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციის შედეგად შეირჩევა“, – აღნიშნა ნოდარ ჩაჩანიძემ.

ახალგაზრდები აპირებენ იმ პრობლემების გახმაურებას და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმირებას, რასაც ადგილი აქვს ჭიათურის რაიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები