ბოლნისში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებით, შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა, სადაც ადგილობრივები წელს განსახორციელებელ პროექტებს პრიორიტეტების მიხედვით არჩევდნენ.
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები სოფელ ზემო ბოლნისისა და ფოლადაურის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და სამომავლო პროექტები დაგეგმეს.
“წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება”,- აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები