ბოლნისის ეპარქიამ 10 თებერვალს მეუფის ანგელოზის დღე აღნიშნა

10 თებერვალს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა. როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, 10 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე სვიმეონმა, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს.
საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი-დავით შერაზადიშვილი:
,,მინდა მთელი გულით მივულოცო მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე. 12 წელია იღწვის მეუფე ბოლნისში, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ბოლნისის ეპარქიის წინაშე. ამ ხნის მანძილზე ბოლნისში განსაკუთრებით გაძლიერდა სასულიერო ცხოვრება, აღდგა ეკლესია -მონასტრები და აშენდა ახალი ტაძრები. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ”!
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები