სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუთაისშია ჩასული, სადაც ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის “რეგიონების პრეზიდენტი” იქნებოდა.

“ეს ნიშნავს პირველ რიგში პრეზიდენტის ყურადღებას რეგიონების მიმართ. და ყურადღების პირველი ნიშანი არის ჩამოსვლა და თქვენთან ყოფნა; იმის გაგება თუ როგორ შეუძლია პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს იმ მიმართულებებს, რომლებიც განვითარებისკენ არის მიმართული. პრეზიდენტს შეუძლია რეგიონსა და მთავრობასთან შუამავალი იყოს, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს. პრეზიდენტს შეუძლია თავისი ხედვა ჰქონდეს. რამდენად იქნება ეს ხედვა გაზიარებული – სხვა საკითხია. და პრეზიდენტს აქვს სიტყვის თქმის უფლება და შეიძლება ეს სიტყვა ძალიან ძლიერი იყოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქუთაისს დიდი პოტენციალი გააჩნია და მან ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა:

“პირველ რიგში ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქი. და რადგან მე მიმაჩნია, რომ ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი, ჩემი დანიშნულებაა მივიტანო იქამდე სადაც გვყავს პარტნიორები, გავაგებინო რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლახანს ვიყავი ბრიუსელში…. ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ რომ გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი და ეს ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული როგორც შემადგენელი ნაწილი ევროპული კულტურის.

როცა ახლოდან ხედავენ რა არის ჩვენი კულტურა, მაშინ კითხვა არ ისმის თუ რატომ უნდა იქნეს მიღებული საქართველო ამ წრეში. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მისია და ამ მისიაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ქუთაისს თავისი მრავალფეროვნებით… მნიშვნელოვანია ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველანაირი ძეგლებია აქ. აღარაფერს ვიტყვი გელათზე, რომელიც ჩაწერილია იუნესკოს ძეგლთა სიაში. და ეს არის მნიშვნელოვანი, აღარ გავიხსენებ ბაგრატის სამწუხარო ბედს. მაგრამ გელათმა გადაარჩინა ქუთაისი. ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები