ლიეჟში პოლიციამ დათა ახალია და უდესიანი დააკავა?

ქართველი ემიგრანტის ბექა გოგოსაშვილის ინფორმაციით, გუშინ ბელგიის ქალაქ ლიეჟშის სამართალდამცველებმა გია უდესიანი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ფეიბუქმომხმარებელი ბექა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გუშინ ღამე პოლიცია ორი ბუსიკით შევარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს შავი სპეცნაზიც ყავდათ გარეთ რესტორანთანო და კიდე ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამე ვირბინეთ, არავინ არაფერს არ იძახის. აქ ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ”, – წერს ბექა გოგოსაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები