ემიგრანტი სააკაშვილს: ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობს მიშა!!! მან გაგვხადა ემიგრანტები

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ,,ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის იდეას კიდევ ერთი ემიგრანტი ეხმიანებa. ემიგრანტი, თეონა ნაცვალაძე, სოციალურ ქსელში სააკაშვილს მიმართავს.

,,ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობს მიშა!!! ჩვენ მან გაგვხადა ემიგრანტები. წაგვართვა ყველაზე საუკეთესო წლები ჩვენი ცხოვრებიდან. 9 წლის მანძილზე რატომ არ დაგვპატიჟა სახლში? ამ ემიგრანტების ტვინში ჩამახედა…ერთად სახლშიო რომ გეუბნებათ.ოჯახის წევრები რომ დაგეღუპათ,წლობით უნახავი შვილებს რომ დაგამატრათ. სკაიპებით რომ გაიცანით თქვენი მომავალი თაობა,შვილიშვილები,რძლები,სიძეები,მაშინ სად იყო მიშა?!…ჩამოწერილ საზოგადოებას რომ გიწოდებდათ და გაუნათლებლებს,იმიტომ წავიდნენ მონებად საკმარისი განათლება არ ქონდათო რომ დამკვიდრებულიყვნენ სამშობლოშიო.უმაღლესი განათლებაც მქონდა მაგრამ ელიტარულ ნეპოტიზმში და კორუფციაში სად უნდა გვენახა სამსახური?..ტირანია მეფობდა ქვეყანაში.ეხლა ითხოვს ჩვენს შემოწირულობას? რა სინდისით? რთული ყოფილა ხომ სამშობლოს დატოვება…რომ ვერ ბრუნდები უკან? გამოსცადა თავის თავზე და ეხლა გახდა სულიდარული? მატყუარა.ნუ გახდებით ემიგრანტებო ბრმა იარაღი მის ხელში..მას ფარად სჭირდებით რომ მიაცილოთ საქართველოში და ისევ დაგიკიდებთ როგორც აქამდე ეკიდეთ.კიდევ კარგი ვიზა ლიბერალიზაცია დაუშვეს და შეძელით თქვენი შვილების ჩამოყვანა თორემ ეხლა თვარცრემლიანი გაათენებდით სხვის ჭერქვეშ უამრავ ღამეს შვილებზე დანატრელული!! მე მინახავს კადრები როცა დედამ 13 წლის უნახავი შვილი ჩამოიყვანა ამ ვიზა ლიბერალიზაციის პროგრამით და შვილი ვერ იცნო.ემოციებისგან გულ წასული და შეწუხებული დედები მინახავს.დროა ბოლო მოეღოს ემიგრანტებით მანიპულირებას და ჩვენს წამებას! არ ვიმსახურებთ..!!! ჩვენ ვართ საქართველოს საზოგადოების დაღლილი ნაწილი რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და აღმშენებლობაში,“- წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები