ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებების ჩატარება დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და საერთო კრებების ჩატარება დასრულდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მოადგილეებთან, სოფლის წარმომადგენლებთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 24- ვე სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის 346 000 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით პრიორიტეტები შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მონტაჟი და სოფლის ცენტრების კეთილოწყობა გამოიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები