გედევან ფოფხაძე: განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე

„განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არსებობს მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ არის.
“არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნება გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები