“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრების ოქმები დღეს კიდევ სამ სოფელში შედგა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრების ოქმები დღეს კიდევ სამ სოფელში შედგა. როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფლების კიანეთი, საბერეთისა და ჯავშანიანის მაცხოვრებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მათივე ცნობით, მოსახლეობამ წელს განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით შეარჩია.
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სოფელ კიანეთში, სკვერი, სოფელ საბერეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, ხოლო ჯავშანიანში გარე განათების სისტემა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები